წესები და პირობები

  1. წესები და პირობები

ა) წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „ბიგ კომერსი“-ს (შემდგომში – „კომპანია“ ან უნისთორი) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ, მიერ უნისთორის ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებას.

ბ) ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

გ) უნისთორი მოგიწოდებთ ვებ-გვერდის გამოყენებამდე და რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;

  1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

  • ანგარიში – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში.
  • რეგისტრაცია – პირადი ანგარიშის შექმნა.
  • ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებული ქმედება.
  • ვებ-გვერდი – ნიშნავს unistore.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება საქონლის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება.
  • პროდუქცია და ნივთი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე.
  • მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს მიიღოს UniStore.ge-ს შემოთავაზებული მომსახურება.
  • კომპანია ან მოვაჭრე – შპს “ბიგ კომერსი” (იურიდიული მისამართი: თბილისი, მწვნე ქუჩის #1; საიდენტიფიკაციო ნომერი: 412788470; ელ. ფოსტა: [email protected]), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი unistore.ge;
  • მხარეები – ნიშნავს “ბიგ კომერსს” და მომხმარებელს;
    ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და უნისთორს შორის გაფორმებული
  • ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  1. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

  • მომხმარებელი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ;
  • მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება, ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • გაეცნო წესებსა და პირობებს და ისინი მისთვის მისაღებია;
  • მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი და ინფორმაცია არის ზუსტი და არ არის ყალბი;
  • მომხმარებელი არ განახორციელებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც აკრძალულია ან/და შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებით და პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით და არის უკანონო, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
  • პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • მომხმარებლის ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისა და დაკნინებისკენ;
  • იგი კეთილსინდისიერად, სრულად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს;
  • მომხმარებელი თანახმაა, შეუფერხებელი მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტა/დასრულებამდე, კომპანიამ შეამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია;
  1. მომხმარებლის რეგისტრაცია
  • მომხმარებელს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენამდე და შეძენის პროცესში;
  • ანგარიშის გახსნით ან ნივთის შეძენით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ;
  • მომხმარებელი ვალდებულებას იღებს უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
  • პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა რომ, არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას;
  • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე;

ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:

  • სახელი;
  • გვარი;
  • ელ. ფოსტა;
  • პაროლი;

ნივთების შესაძენად მომხმარებელს ასევე მოუწევს მოცემული ინფორმაციის შევსებაც:

  • მიწოდების მისამართი;
  • მობილურის ნომერი;
  • პირადი ნომერი;

გარკვეული ფუინქციონალებისთვის დაგვჭირდება SMS შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე.

  • რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება აქვს ვებ-გვერდზე გაიაროს ავტორიზაცია.
  • ავტორიზაცია ხდება მომხმარებლისათვის უნიკალური იდენტიფიკატორების ველებში შევსებით.
  1. ანგარიშსწორება
  • ვებ-გვერდზე ნებისმიერი ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით;
  • შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებ-გვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს საკუთარი ბარათის მონაცემებს;
  • ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ;
  • კომპანიას არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე;
  • ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება;
  • ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.
  1. პირადი ანგარიშის გაუქმება და სერვისებზე წვდომის შეზღუდვა
  • მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას;
  1. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
  • ხელშეკრულება ძალაში შესვლიდან, ძალაში რჩება მანამ, სანამ მომხმარებელი რეგისტრაციას გააუქმებს;
  • წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად და ჯეროვნად დაფარვის შემდეგ.
  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
  • წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • დავის შემთხვევაში, მხარეები შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს;
  1. ცვლილებები
  • კომპანია იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, კომპანია მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.
მთავარი კატეგორიები 0 შედარება ანგარიში
Shopping Cart (0)

No products in the cart. No products in the cart.

Main Menu